Home » მთავარი » „სკანდალი წინ არის“ – რამიშვილი პროკურატურისგან ჩანაწერის სრული ვერსიის გამოქვეყნებას მოითხოვს

„სკანდალი წინ არის“ – რამიშვილი პროკურატურისგან ჩანაწერის სრული ვერსიის გამოქვეყნებას მოითხოვს

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ ე.წ ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს “ნიუპოსტთან” გამოეხმაურა.

დეკანოზის ადვოკატი, პროკურატურისგან ჩანაწერის სრული ვერსიის გამოქვეყნებას მოითხოვს.

“ნაწილ-ნაწილ არ უნდა გასაჯაროება, ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაასაჯაროონ, რა თემაზე საუბრობენ, როგორ იცინიან. საერთოდ დანაშაულის მომზადებისას სასაცილოდ არ აქვთ საქმე, სხვანაირად განიხილავენ საქმეს. პირდაპირ ვამბობ, უნდათ რომ საზოგადოება, რომელიც მამა გიორგის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, შეცდომაში შეიყვანონ და კითხვის ნიშნები შეიტანონ”- განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილი “ნიუპოსტთან” სკანდალური მასალების გასაჯაროებას აანონსებს.

“ძალიან მალე ისეთ რაღაცეებს დავდებ მე, ნახავთ თავი და თავი სად არის. წინასწარ არ მიყვარს არაფერზე ლაპარაკი, ამას კარგად ვაყალიბებ. ერთი თვე თუ დასჭირდათ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ, მე ერთი თვე არ დამჭირდება, რამდენიმე დღე ჩემთვის საკმარისია. ყველა ყველაფერს გაიგებს, თუ პროკურატურას გააჩნია ინფორმაცია, მეც გამაჩნია, როგორც მის დამცველს ბევრი ინფორმაცია”- აღნიშნა დაკავებული დეკანოზის უფლებადამცველმა.

რამიშვილი აღნიშნავს, რომ “საქმეში პირადი ინტერესები” იკვეთება, თუმცა ვისი მსხვერპლია მამალაძე და არის თუ არა ეს პატრიარქის მდივან რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი, ადვოკატი არ აკონკრეტებს.

“ადამიანები როგორ მოქმედებენ და რას რა სახელს არქმევენ, ეს გამოჩნდება”- თქვა მან.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ უნდა დადოს უტყუარი ინფორმაცია, ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი.

“არ არსებობს ასეთი პირი, არაერთხელ მითქვამს დამიდეთ თვალთვალისა და მიყურადების შედეგი. საჩუქრად მიეტანა ირაკლი მამალაძეს, ამ ორგამოებისთვის გამოერთვა, მიეტანა ეთქვა გაძლევ და ფული იყოს ერთი თვის შემდეგ. აქ ხომ უდაო მტკიცებულება იქნებოდა? აბა ახლა რაღაცას რომ ცდილობენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, ადამიანისთვის მიეცათ, შეისყიდიდა და კითხვის ნიშანი არ დარჩებოდა”- დასძინა მან.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს. შოთაძის უწყების ცნობით, მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირისგან შეიძინა.
შოთაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ “გიორგი მამალაძის ვერსია, თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, არის აბსურდული”.

წყარო: newposts.ge 

Facebook Comments
x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...