Home » მთავარი » სკანდალური განცხადების ავტორი, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია

სკანდალური განცხადების ავტორი, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია

ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, თბილისში მოსკოვის პოლიტიკური გზავნილებით ჩამოვიდა. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს მიხეილ შვიდკოი წყნეთში შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის გეგმებს აცნობდა. შეხვედრაზე პუტინი და მისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში რამდენიმეჯერ ახსენა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მოსკოვი 2008 წელს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ გეგმავს.

ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და პრემიერი კვირიკაშვილის მრჩეველთანაც ექნება, თუმცა სანამ ოფიციალურ შეხვედრებზე მთავრობას დაელაპარაკება, მანამდე რჩევას ჟურნალისტებს აძლევს, რომ კრემლთან ურთიერთობის დათბობის სანაცვლოდ, ქართულმა მედიამ მოსკოვის კრიტიკა უნდა შეწყვიტოს.

პირველი შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ექნება. შვიდკოი ამბობს, რომ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხება, საპირისპიროს ამტკიცებს “კურიერთან” აბაშიძე. ის ამბობს, რომ შეხვედრა მეგობრულ გარემოში და არაოფიციალურ ვითარებაში ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ შვიდკოი აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებდა. პირველი სკანდალური განცხადება ოკუპირებულ რეგიონებზე სწორედ 2008 წლით თარიღდება. მაშინ ჩამოსულმა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გადახედვას არ დაექვემდებარება. დღეს “კურიერს” ეუბნება, რომ იგივეს ფიქრობს და პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

წყარო: რუსთავი 2

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...