Home » მთავარი » სკოლა “ლამპარის” მე=ჩვენ-ს პრინციპი

სკოლა “ლამპარის” მე=ჩვენ-ს პრინციპი

სკოლა „ლამპარის“ დირექტორის, თეიმურაზ მენაფირის ინიციატივით ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

თეიმურაზ მენაფირემ პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქ.რუსთავში მცხოვრებ 2 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცა. სკოლა „ლამპარის“ დირექტორი და წარმომადგენლები მრავალშვილიან ოჯახს სახლში ეწვივნენ, სააღდგომო საჩუქრები მიუტანეს და სიმბოლური თანხაც გადასცეს.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს! სკოლა „ლამპარში“ ტრადიციად დაინერგა, ყოველწლიური ქველმოქმედება და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება, ჩემი აზრით სწორედ ის საზოგადოებაა ჯანსაღი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია არა მარტო საკუთარი თავი არამედ სხვა, მარტივად რომ ვთქვათ მე=ჩვენ-ს პრინციპი. ინდივიდმა უნდა გავითავისოთ რომ საკუთარი ბედნიერებისთვის საჭიროა გარშემომყოფებიც ბედნიერები იყვნენ.“ – აღნიშნა თეიმურაზ მენაფირემ.

Facebook Comments
x

Check Also

გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ...