Home » მთავარი » “სკოლა უნდა გახდეს თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული“

“სკოლა უნდა გახდეს თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული“

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

მის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჯეჯელავაც.

„ძირითადად იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაზე საუბარი, საერთაშორისო აკრედიტაციაზე და აქცენტები იქნება იმაზე, რომ საქართველო გახდეს ცენტრი ხარისხიანი უმაღლესი განათლების, პროფესიულში რაოდენობების ზრდის გეგმა გვაქვს და ხარისხის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი ახალგაზრდა აირჩევს შემდგომ წლებში პროფესიულ განათლებას, ეს ასეც ხდება ბოლო პერიოდში, უფრო მეტი და ხარიხსიანი საგანმანათლებლო პროფესიული ცენტრით, ჩვენ შევძლებთ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი გვყავდეს ქვეყანაში. რაც შეეხება სკოლას, ის უნდა გახდეს უფრო მორგებული თანამედროვე საჭიროებებზე“ – აცხადებს ჯეჯელავა.

შეგახსენებთ, რომ მინისტრს პარლამენტთან კომბალი მიუტანეს.

15218762_358271464535740_1792129135_n

პარლამენტის წინ კი აქცია მიმდინარეობს.  აქციაზე შეკრებილები იპოთეკით დაზარალებულები არიან, რომლებიც გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ გარდა ამისა, ისინი გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხის დაწესებას ითხოვენ.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...