Home » მთავარი » სკოლების ბუფეტებიდან არაჯასაღი საკვები ამოიღება

სკოლების ბუფეტებიდან არაჯასაღი საკვები ამოიღება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ბუფეტებში არაჯასაღი საკვები – ჩიფსები, ე. წ. სუხარიკები, ჟელიბონები, კანფეტები, შოკოლადები და გაზიანი სასმელები აღარ გაიყიდება.

უწყებამ ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა.

ჯანსაღი კვების დანერგვის პროცესში სტუდენტებიც ჩაერთვებიან – სტრატეგიებს დაწერენ. სამინისტრო ჟიურის მიერ მოწონებული გუნდის აქტივობებს გაატარებს. სტუდენტები დამატებით კრედიტებს მიიღებენ ან პრაქტიკულ გამოცდილებაში ჩაეთვლებათ.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...