Home » მთავარი » სოზარ სუბარი – სააკაშვილს ხალხმა კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა არ აპატია

სოზარ სუბარი – სააკაშვილს ხალხმა კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა არ აპატია

ქართველმა ხალხმა ნამდვილად აჩვენა თავისი სიბრძნე – არა მხოლოდ ამ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში, არამედ წინა მმართველობისასაც, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“  ეთერში  განაცხადა.

„სააკაშვილის წინა ხელისუფლების დროს, ნახევარი მილიონი იყო ბიუჯეტი, რომელიც სრულდებოდა და 14 ლარი იყო პენსია. უცებ მოხდა თვისებრივი გარღვევა, მაგრამ ამის მიუხედავად, სააკაშვილმა პირველი საპრეზიდენტო ვადაც კი ვერ გაძლო, ვერ მიიტანა ბოლომდე, რადგან ხალხმა მას არ აპატია კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა. ამ განსხვავებას კარგად ხედავს საზოგადოება და ამიტომაცაა, უკვე მე-9 წელია, მკაფიოდ აძლევს ხმას ერთსა და იმავე პარტიას“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments
x

Check Also

სოზარ სუბარი – როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი

„გასაგებია ისიც, რომ რასაც წარმოადგენენ „ნაცები” და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივე იქნებიან შიგნითაც. ...