Home » მთავარი » “სოლიდარობის ღამე” – აქცია კანცელარიასთან 19:00 საათზე დაიწყება

“სოლიდარობის ღამე” – აქცია კანცელარიასთან 19:00 საათზე დაიწყება

აქციის ორგანიზატორების განცხადება

15 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათზე კანცელარიის წინ ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერი აქცია “სოლიდარობის ღამე” დაიწყება. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან კანცელარიის წინ და ნიკა ჩერქეზიშვილთან და მის მეგობრებთან ერთად გაათენებენ. ღამის თორმეტ საათზე კი მშვიდობიანი აქცია ერთგვარად ღონისძიების სახეს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან ნიკა ჩერქეზიშვილი წელიწად ნახევრის წინ უკანონოდ გაათავისუფლეს. მას შემდეგ ნიკა ჩერქეზიშვილმა მიმართა სასამართლოს, რომელმაც ახლახან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენის ცნობიდან რამდენიმე დღეში პოეტმა საპროტესტო, მშვიდობიანი აქცია სამართლიანობისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დაიწყო და სამი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. მეორე დღეს მხარდამჭერმა ორგანიზაცია “თბილისის სოლიდარობის ქსელმა” და ნიკას გულშემატკივრებმა სოლიდარობის მასშტაბური აქცია გამართეს. იმავე საღამოს სამინისტროს მხრიდან შეხვედრისა და მოლაპარაკების სურვილი გამოითქვა. შეხვედრა ნიკა ჩერქეზიშვილსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, სამინისტროს შენობაში გვიან ღამით შედგა და მომდევნო შეხვედრა, კონკრეტული შემოთავაზებით მეორე დღისთვის დაანონსდა, თუმცა მას შემდეგ სამინისტროს მხრიდან გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო 14 დეკემბრის საღამოს კიდევ ერთი მასშტაბური აქცია შედგა, სადაც პოეტმა პროტესტის უკიდურესი ფორმა დააანონსა და შიმშილობა დაიწყო.

ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება ბათუმსა და ქუთაისში. ბათუმში შეადგინეს პოეტის მხარდასაჭერი პეტიციაც და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. მიმდინარეობს მასშტაბური სოციალური მხარდაჭერაც – ვიდეო მიმართვებით პოეტს მხარს უჭერენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები, ცნობადი თუ უცნობი სახეები და სახელმწიფოს სწრაფ და სამართლიან მოქმედებას სთხოვენ. მხარდაჭერის მიზნით ხვალინდელ ღამის აქციაშიც მონაწილეობას პოეტები ლაშა მარგიანი, თორნიკე ნაროზაული, თორნიკე ჭელიძე, ალექსანდრე შურღაია,ნოდარ რევაზიშვილი, ირაკლი ბერია, გაგა ჩაფიძე, დათო ცერცვაძე, გიო ლომიძე, კონსტანტინე იამანიძე და მომღერალი გიო ძამუკაშვილი მიიღებენ. პოეტის განცხადებით ეს აქციაც, ისევე როგორც აქამდე იქნება სრულიად მშვიდობიანი და აპოლიტიკური.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკა ჩერქეზიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებამდე იუსტიციის სამინისტროს შესყიდვების სამსახურში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ნიკა ჩერქეზიშვილი უკვე პროტესტის ყველაზე მწვავე და უკიდურესი ფორმას განაგრძობს მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...