You are here
სომალიში დაჯგუფება”აშ-შაბაბის” 80-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს მთავარი სამხედრო საქმე უცხოეთი ყველა სიახლე 

სომალიში დაჯგუფება”აშ-შაბაბის” 80-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს

სომალის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის შედეგად დაჯგუფება “აშ-შაბაბის” 81 წევრი მოკლეს. ამის შესახებ ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, სპეცრაზმი ჯილიბის რაიონში მდებარე ჯიჰადისტების ბანაკში შეიჭრა. მათ დახმარებას ავიაციაც უწევდა.

სომალის დიდ ნაწილს გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ აკონტროლებს, რომელსაც „ალ-ქაიდასთან“ კავშირში ადანაშაულებენ. „აშ-შაბაბი“ სომალიში შიიტური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.

 

წყარო: imedinews.ge

 

Comments

comments

Related posts