Home » მთავარი » სომეხი გენერალი ჯარისკაცებს საკვებს პარავდა და თავის ზოოპარკში ცხოველებს აჭმევდა

სომეხი გენერალი ჯარისკაცებს საკვებს პარავდა და თავის ზოოპარკში ცხოველებს აჭმევდა

ცნობილ სომეხ გენერალსა და დეპუტატს, ყარაბაღის ომის ვეტერანს მანველ გრიგორიანს ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა და შენახვა და ასევე ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისება ედება.

ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.

სომხეთის გენერალურმა პროკურორმა უკვე დააყენა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც გრიგორიანს სადეპუტატო ხელშეუხებლობა უნდა გაუქმდეს.

მანველ გრიგორიანი სომხეთში საკმაოდ ცნობილი ადამიანია. პარლამენტში ის ყოფილი მმართველი გუნდის – რესპუბლიკური პარტიის სიით მოხვდა. ის ასევე ყარაბაღის ომის ვეტერანებით დაკომპლექტებულ მოხალისეთა კავშირს „ერკრაპას“ ხელმძღვანელობს. თავად გრიგორიანიც ყარაბაღის ომის მონაწილეა.

გრიგორიანის კერძო სახლსა და აგარაკზე ჩატარებული ჩხრეკისას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინა. გარდა ამისა, გენერლის სახლში სამართალდამცავებმა ჯარისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება – კონსერვები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ქვედა საცვლები იპოვეს.

2016 წლის აპრილში, როდესაც ყარაბაღში საომარმა მოქმედებებმა იფეთქა, ჰუმანიტარული დახმარება ჯარისკაცებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გროვდებოდა. შემოწირულობები გაიღეს არა მარტო საზოგადოებრივმა და კომერციულმა ორგანიზაციებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმა და სოციალურად დაუცველებმაც კი. სწორედ ამ დახმარების ნაწილი იპოვეს სამართალდამცავებმა გრიგორიანის სახლში.

ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში სომხეთის მოქალაქეებმა იხილეს ასევე სკოლის მოსწავლეების წერილები, სადაც ისინი ჯარისკაცებისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

დეპუტატის სახლებში ასევე აღმოჩნდა ავტოპარკები ათობით მანქანით, მათ შორის რარიტეტულებიც; უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მრავალრიცხოვანი დოკუმენტები.

ასევ აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი ზოოპარკიც – ვეფხვებით, დათვებით და სირაქლემებით. ამ ცხოველებს სწორედ ჯარისკაცების განკუთვნილი ულუფებით კვებავდნენ.

ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუატატ გრიგორიანისთვის ხელშეუხებლობის ჩამორთმევასა და მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე იმსჯელებენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...