You are here
სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ „დაშნაკცუცუნი“ მმართველი კოალიცია დატოვა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ „დაშნაკცუცუნი“ მმართველი კოალიცია დატოვა

სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ „დაშნაკცუცუნი“ მმართველი კოალიცია დატოვა.

პარტიის ოფიციალურ განცხადებას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დიალოგი შემდგარიყო, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ვტოვებთ მმართველ კოალიციას და ვაცხადებთ, რომ პარლამენტმა პრემიერად უნდა აირჩიოს კანდიდატი, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს. ახალმა პრემიერმა უნდა შეძლოს შიდაპოლიტიკური კრიზისის მოგვარება და დემოკრატიული გზით უნდა უზრუნველყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი კოალიცია, რომელშიც „რესპუბლიკური პარტია“ და „დაშნაკცუცუნი“ იყო გაერთიანებული, რამდენიმე დეპუტატმა უკვე დატოვა. გავრცელდა ინფორმაცია პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის შესახებაც, თუმცა კარაპეტიანის გადადგომა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

სომხეთში საპროტესტო გამოსვლებს სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტია „აყვავებული სომხეთი“ და აწ უკვე სპორტის ყოფილი მინისტრი შეუერთდა.

ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.

 

Comments

comments

Related posts