Home » მთავარი » სოსო მანჯავიძე: აუტანელია ეს ლანძღვა -გინების ატმოსფერო!..

სოსო მანჯავიძე: აუტანელია ეს ლანძღვა -გინების ატმოსფერო!..

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-„ქართველების ერთი ნაწილი სასოებით ელის რუსეთის დაშლას და განადგურებას,მასთან ყოველგვარ ურთიერთობას გამორიცხავს და სასტიკად ლანძღავს..
მეორე ნაწილი თურქეთს “ცივილიზაციის მტრად” აცხადებს,ასევე ნატრობს მის დაშლას და ასევე სასტიკად ლანძღავს.
მესამე ნაწილი კათოლიკურ სამყაროს და პაპს ეშმაკის მსახურებად აცხადებს და ასევე სასტიკად ლანძღავს.
რუსეთში 146 მილიონი ადამიანი ცხოვრობს,თურქეთში 80 მილიონი, მსოფლიოში მილიარდ ასი მილიონი კათოლიკეა.
რუსეთში მილიონზე მეტი ქართველია,თურქეთში ასიათასობით,არა მგონია,საჭირო იყოს კათოლიკური ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობის გახსენება.
თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება და განწყობებიც ასეთი ინფორმაციების მიღების შედეგად ყალიბდება.
ნურავინ იფიქრებს,რომ განწყობები ჩვენთვის სასარგებლოა.
აუტანელია ეს ლანძღვა -გინების ატმოსფერო,გაუგებარია,რა კავშირი აქვს ამას ქრისტიანობასთან.
ახლა კიდევ პაპის ვიზიტისას იქნებ რაიმე საოცრება მოიფიქრონ და გამოგვაჭენონ საქვეყნოდ.
საქართველოს ხსნა,გადარჩენა და მისია არა შუღლი და მტრობა,არა ცივილიზაციათა შორის დაპირისპირების გაღვივება,არამედ ჩვენი ქვეყნის შერიგების,დიალოგის,კულტურათა დაახლოების ადგილად ჩამოყალიბებაშია.
რაც მალე გავიგებთ ამას,მით უკეთესი“.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პირველი ქართული ლუდის ბრენდი „აია“ დაბრუნდა

ლუდი “აია” დაბრუნდა. ლუდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარდა, ისევ გაყიდვაშია. “აია” ერთგულ მომხმარებელთან ერთად მზადაა ...