Home » მთავარი » სოსო მანჯავიძე: სანდო წყაროები მატყობინებენ….

სოსო მანჯავიძე: სანდო წყაროები მატყობინებენ….

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმში.

საქართველოში ამ მასშტაბის პროცესებს ყოველთვის აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი.
რუსეთი აჭარას განიხილავს სტრატეგიულ ტერიტორიად და არ აპირებს მის თურქეთის გავლენის ზონად გადაქცევას შეეგუოს.

ფოთის ტერიტორიაზე ნატოს საზღვაო ბაზის მშენებლობის განზრახვის დეკლარირებამ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში საშინელი გაღიზიანება გამოიწვია.

სანდო წყაროები მატყობინებენ,რომ ეს პროცესები მზადდებოდა მოსკოვიდან მოვლინებული “ამხანაგების” მეშვეობით.

მოვლენები,რომელიც საქართველოში განვითარდა,ვგულისხმობ საპატრიარქოში მიმდინარე ბრძოლას პირობითად “პრორუსულ” და “პროამერიკულ” ფრთებს შორის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების ორგანოების დეზორგანიზაციას,რუსთავი2-ის პროცესი და მრავალი სხვას, აშკარად ატარებენ “რბილი ძალის ” ფარული მოქმედების ნიშნებს პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.

პოლიტიკური მიზანი უფრო მეტად მართული და ყველაფერზე წამსვლელი ძალის მოყვანაა ხელისუფლებაში.
ამავე დროს,”რბილი ძალა” არ მოქმედებს ქუჩიდან. მისი მთავარი ინსტრუმენტები სწორედ სახელმწიფო აპარატში ჩანერგილი გავლენის აგენტები არიან,რომლებითაც ასე მდიდარი ვიყავით და ვართ.

ეს აგენტურა კი ყველანაირად ეწინააღმდეგება მთავარ სახელმწიფო თანამდებობებზე ისეთი ადამიანების მოსვლას,რომლებსაც ესმით პროცესის არსი და შესაბამისად შეუძლიათ რამე შეცვალონ.
კომპრომეტირებულებს და იდიოტებს გზა ხსნილი აქვთ.

სულ ესაა.”

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...