Home » მთავარი » სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში კონგოში დაღუპული ქართველი მფრინავის შესახებ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურიერისინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ჯანელიძის უწყების ინიციატივით შეიკრიბნენ.

თავდაცვის ექსპერტის, ამირან სალუქვაძის თქმით, სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც უწყებაში მიიღეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია მედიაში არ გაუვრცელებია. კურიერის გადამღები ჯგუფისთვის კი ცნობილი გახდა რომ, შეხვედრას კითხვა-პასუხის რეჟიმში ის ჯგუფი მართავდა, რომელიც კონგოში დატყვევებული ქართველის საქმეზე უკვე მეოთხე თვეა მუშაობს.

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები, რომლებმაც სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე ინფორმაცია დღეს მიიღეს, საპროტესტო აქციებს აანონსებენ და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია კონგოში ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფი ვითარების შესასწავლად მიავლინოს. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ საგარეო უწყება სოსო ოსორაულის ადგილმდებარეობისა და მდგომარების დასადგენად მაქსიმალურ ძალებს იყენებს.

ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება. მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

წყარო: რუსთავი 2

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...