Home » მთავარი » სოსო შატბერაშვილი ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგება

სოსო შატბერაშვილი ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგება

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანი სოსო შატბერაშვილი ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგება, რადგან მისი თქმით ეს ხელს შეუშლის დემოკრატიული პროცესის განვითარებას. შატბერაშვილის განცხადებით,  სააკაშვილის რეჟიმი სწორედ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაამარცხეს.

„თუ ჩვენ გავაუქმებთ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას, მივიღებთ დიქტატურას, რაც ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ჩვენთან არ არის დიქტატურა, მაგრამ არ უნდ გადავდგათ ნაბიჯები ამ კუთხით. თავის დროზე, სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად, საჭირო გახდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. ჩვენ არ ვიცით, ქვეყანაში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ბლოკების გაუქმების შემთხვევაში კი, ეს ვერ მოხერხდება“ – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...