Home » მთავარი » სოფელი, რომელსაც უკვე 25 წელია არა აქვს გზა და სასმელი წყალი…

სოფელი, რომელსაც უკვე 25 წელია არა აქვს გზა და სასმელი წყალი…

მოსახლეობა ელის როდის დაიწყებს მუშაობას ახალი პარლამენტი, რადგან პრობლემები, რომლებიც ხალხს აწუხებს, არ ითმენს და სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს.

წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც კანდიდატები მოსახლეობას ხვდებოდნენ, არაერთი პრობლემა გამოიკვეთა და განსაკუთრებით რაიონებში. ბევრი მათგანი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უნდა გადაწყდეს, მაგრამ როგორც ხალხი ამბობს, „მათთვის არავის სცალია“.

რაიონში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ „პროგრესულ დემოკრატიული“ პარტიის წევრს ზაზა მჟავიას დავუკავშირდით, მითუმეტეს რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი.

ზაზა მჟავია

-თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებთ მონაწილეობას.

-დიახ, ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. სუფსიდან ვაპირებ მაჟორიტარად ლანჩხუთში, მაგრამ თუ უფრო ძლიერი კანდიდატი გამოჩნდება ჩვენი პარტიიდან, მას დავუჭერ მხარს, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილებაში ცვლილება არ არის.

-საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურად ხვდებოდით მოსახლეობას. რა პრობლემები გამოიკვეთა რაიონში? მითუმეტეს თუ მაჟორიტარობასაც აპირებთ, ალბათ კონკრეტული ადამიანების პრობლემებიც იცით.

-რა თქმა უნდა, პრობლემები ჩემთვის ცნობილია, როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული. დღეს მინდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში მცხოვრებ ვასილ გოგუას ოჯახზე გავამახვილო ყურადღება. ამ ადამიანს თოვლმა

2015 წლის ზამთარში სახლი დაუნგრია, მისული იყო  ლანჩხუთის რაიონი კომისია, აღწერეს, დათვალეს ზარალი,  დასკვნა დადეს, სურათები გადაიღეს და წავიდნენ. ამის მერე აღარავინ შეხმიანებია, ამიტომ  თავად მივიდა ლანჩხუთის გამგეობაში. ისევ თავიდან მოუსმინეს და  მიიღო პირველი დაპირება, თუმცა ეს დაპირებაც დაპირებად დარცა და შედეგი არაფერი მოჰყოლია.  ელოდა  რამდენიმე თვე, მერე ისევ მიაკითხა გამგეობას და უთხრეს, რომ  დაფინანსებაში ვერ მოხვდა, რადგან სოციალური დახმარება მოეხსნა.

ის უკვე აღარ ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რადგან ამ კაცის შვილი, მურმან გოგუაძე არალეგალურად ჩავიდა საფრანგეთში და იმკურნალა ღვიძლზე, ანუ, რახან შენმა შვილმა, გადაკვეთა საზღვარი სოციალური მოგეხსნაო, არადა ეს შვილი, მურმანი არის ინვალიდი და ავადმყოფი. ისე კი დაპირების გარეშე არც ამ დროს გამოუშვეს და უთხრეს, რაიონს თანხები არ გააჩნია, მაგრამ  შეიძლება რამე გაგიხერხოთო.

ამის მერე, 2015 წლის იანვრის თვიდან დღემდე ეს კაცი, ვასილ გოგუაძე, დადის ლანჩხუთის გამგეობაში,  გუშინაც იყო და კიდევ დაპირდნენ, ახლა უშუალოდ გამგებელი  ზაზა ურუშაძე დაპირდა,, რომ ამ თვის ბოლოს რაღაცას გაუხერხებს, საიდან და როგორ არ უთქვამს.  ეს ადამიანი ცხოვრობს ქირით და ამ ქირის ფულს, 100 ლარს უხდიან.

კიდე ერთი პრობლემა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელეს,  25 წელია არა აქვს გზა და სასმელი წყალი… მდინარე სუფსიდან იღებენ წყალს და სადღაც კილომეტრებიდან ეზიდებიან.

სუფსაში, ესეც ლანჩხუთის რაიონია, ცენტრალურის გარდა მოუწესრიგებელია ყველა ქუჩა.  პრობლემები როგორც სხვაგან, აქაც ბევრია, მაგრამ ალბათ სჯობს ეტაპობრივად გავამახვილოთ მათზე ყურადღება, ისე, რომ კონკრეტული პრობლემის დასმას შედეგიც მოჰყვეს და ხალხმა იგრძნოს, რომ მათზე ზრუნავენ და ესმით.

-კონკრეტული პრობლემის დახმას შედეგი მოჰყვეს-როგორ ფიქრობთ, თუ ამდენი ხნის მანძილზე არ მოჰყოლია, ახლა მოჰყვება?  თავად ხომ არ აპირებთ ხალხის ხმის ზემდგომ ორგანიებთან მიტანას?

– მე აუციელბლად დავდგები ხალხის გვერდით და მათ ყველა პრობლემას გავახმოვანებ როგორც კი შევძლებ. ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც მივიტან არსებულ საკითხებს და თვითმმართველობის წევრებსაც შევაწუხებ, რომ რაც კი მათი კომპეტენციის ფარგლებშია, გადაწყვიტონ და ხალხს ცოტა შვება მაინც მიეცეს. მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და კარგად მესმის ყველა ის პრობლემა, რაც მათ აწუხებთ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი ...