Home » მთავარი » სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი პრემიერმა მიულოცა

სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი პრემიერმა მიულოცა

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, “ქართული ოცნების“ წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა – ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით, დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა გადასცა.

მისი განმარტებით, სოფიკო ქაცარავას ჯილდო მიენიჭა იმ განსაკუთრებული საქმიანობისთვის, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11-წლიანი მოღვაწეობის დროს, საქართველოს და ბრიტანეთს შორის კავშირების განვითარებისა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საელჩოს სოფიკო ქაცარავას საქმიანობის აღიარებისთვის.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართული ანბანი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობებს შორის მე-3 ადგილზეა

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ...