Home » ექსკლუზივი » სოფლის ორღობეში გაფანტული მარგალიტები…ნიჭი არ იკარგება…

სოფლის ორღობეში გაფანტული მარგალიტები…ნიჭი არ იკარგება…

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლის გენდერული პოლიტიკის საკითხებში თამთა მეგრელიშვილის ინიციატივა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ის თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით დადის სოფლებში, ხვდება მოსწავლეებს და სხვადასხვა თემებზე საუბრობენ, მსჯელობენ, დისკუსიებს მართავენ. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით თამთას.

-დავინიშნერა აღნიშნულ პოზიციაზე გავიაზრე ჩემს წინაშე არსებული გამოწვევბი და პასუხისმგებლობა ჩემი მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებლისა და იქ მკვიდრთა მიმართ შესაბამისად ვცდილობ ჩემი პოზიციისათვის დადგენილი მოთხოვნები შევასრულო, თუმცა ამ მიმართულებით ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ დასახვეწია და სრულფასოვან მოქმედებებზე და შესაბამისად შედეგზე საუბარი ზედმეტია.

საკუთარ თავს დავუსვი კითხვა თუ რისი გაკეთება შემეძლო და გადავწყვიტე ახალი მიდგომა დამენერგა, კერძოდ, ჩემი მოქმედების არეალში მაღალმთიან სოფლებს ვსტუმრობ, ვხვდები ხანდაზმულ ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ვიღებ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, ვესაუბრები მათ როგორც მეგობრებს, თანატოლებს ან უბრალოდ ჩემთვის სამაგალითო ადამიანებს. ჩვენი შეხვედრები ინფორმაციულ ხასიათს ატარებს. ბედნიერი ვარ, რომ ხევსურთსოფლის, სიონის საჯარო სკოლისა და თიანეთის სკოლის მოსწავლეები უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მხვდებიან და მაცილებენ, მთავაზობენ მათთვის საინტერესო თემებს, რომლებსაც სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ, იღებენ და თქვენ წარმოიდგინეთ, თავადაც მაძლევენ რჩევებს, როგორც ჩემი თანამოაზრეები, უკვე პატარა მეგობრები.

ვგეგმავ ჩავიდე ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, დიდი სურვილი მაქვს ვეწვიო კათარზისს და პირადად გავიცნო ხანდაზმული ადამიანები, მოვისმინო მათი პრობლემები, ეს მხოლოდ დასაწყისია, ურთიერთობების, საჯაროობისა და გამჭირვალე პროცესის დასაწყისი, ეს ის ხიდია, რომლის არსებობაც სასიცოცხლოდ აუცილებელია საჯარო სექტორსა და ადგილობრივ მოქალაქეებს შორის.

სწორედ ამ ჩემი ინიციატივის წყალობით მივიღე უამრავი ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებების შესახებ, ასევე გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები და დღეს მინდა ერთ-ერთ მათგან ზეგიამბოთ.

თებრო გურგენიშვილი, რომელიც საცხოვრებლად თბილისიდან ისევ მშობლიურ დაბა სიონს დაუბრუნდა.

15300639_1330206700363584_1250958304_n

პატარა გოგონაა გამორჩეული ვიზუალითა და საინტერესო სტილით, დამაჯერებელი საუბრის მანერით, თამამად მისვამდა კითხვებს შერჩეული თემის ირგვლივ და თან ფანქარში ჩანახატს აკეთებდა, საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა და მე უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი მათი ანთებული თვალების შემყურე.

მოვიდა დამშვიდობების დრო და თებრომ მორიდებული ღიმილით მომაწოდა მისი ჩანახატი, გაოგნებული დავრჩი, როცა მითხრა -შევეცადე თქვენი პორტრეტი დამეხატა და არ ვიცი იქნებ არც კი მოგეწონოთო.

15281802_1330194197031501_949576955_n

ისე გამაბედნიერა ამ საოცარმა გოგომ…რომელიც ახლა დათოვლილ სოფელში ღუმელთან ზის, ხატავს ფანქარში, ხშირად ტუშშიც და ძალიან საინტერესო ჩანახატებს ქმნის.

ოცნება აქვს – სურს დაანახოს ყველას, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს!

დღეს დამირეკა და მითხრა, რომ სოფელში ჩამოთოვა, ჩამოთოვა კი არა ლამაზად დადო.

თებრო ზუსტად ვიცი ახლა დათოვლილ სოფელში ღუმელთან ზიხარ და ჩვეული მანერით ხატავ! წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ ახლა შენზე ვუყვები ასობით ადამიანს და მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩემი საქმიანობის ფარგლებში მომეცა შესაძლებლობა გამეცანი შენ და შენი უზომოდ თბილი თანაკლასელები! ვუყვები ასობით ადამიანს შენზე იმ იმედოთ, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც შენით და შენი ნახატებით დაინტერესდებიან. შენი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს, სწორედაც რომ ჩაკეტილი საზღვარი უნდა გამოანგრიოს და დღის სინათლე იხილოს. მადლობა თქვენ, ჩამო ახალო მეგობრებო!

ახლა კი მინდა თებროს ნახატები გაჩვენოთ, ვიცი, აღტაცებაში მოგიყვანთ ამ პატარა გოგოს ხელოვნება.

15281106_1330194467031474_1516727026_n 15281917_1330194590364795_1410557094_n 15300671_1330194517031469_266009581_n 15301351_1330194580364796_833099965_n 15310319_1330194527031468_567589024_n 15327659_1330194487031472_205832257_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს”

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს – ...