Home » მთავარი » სოხუმში პირველი „ნამცეცა“ დაიბადა

სოხუმში პირველი „ნამცეცა“ დაიბადა

სოჩის სამშობიარო სახლში სოხუმელ ქრისტინა გევორქიანს გოგონა დაებადა, რომელიც 870 გრამს იწონის. როგორც სოხუმის სამშობიარო სახლში აცხადებენ, ხშირია დღენაკლული ბავშვების დაბადება, ასეთ შემთხვევაში დედას და ახალშობილს სოჩაში სამედიცინო ცენტრში აგზავნიან, რადგან სოხუმში არ არის რეანიმაცია. ექიმების თქმით ასეთი ნამცეცას დაბადება და გადარჩენა პირველად ხდება.

ახალშობილს ელიზაბეტი დაარქვეს, მან 10 დღე რეანიმაციაში გაატარა ხელოვნურ სუნთქვაზე. ის ოჯახის პირველი შვილია. ამჟამად გოგონა 1 კილოს და 455 გრამს იწონის. როგორც ექიმები ამბობენ „ნამცეცა“ სოხუმში თებერვლის ბოლოს დაბრუნდება, როცა მისი წონა 2 კილოგრამს მიაღწევს.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...