Home » მთავარი » “სპეციალურად წვავენ, კვალის დასაფარავად!..დაწერ სიმართლეს ცუდი ხარ! გაჩუმდები და ვნადგურდებით!”

“სპეციალურად წვავენ, კვალის დასაფარავად!..დაწერ სიმართლეს ცუდი ხარ! გაჩუმდები და ვნადგურდებით!”

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის მკვიდრი პაატა ჯავახიძე აცხადებს რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი გამგებლის დიმიტრი ყიფიანის დავალებით გაჩნდა. პაატა ჯავახიძე ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით უკვე დაკითხა ბორჯომის პოლიციამ და ახალციხეში სამხარეო პროკურატურამ. ჯავახაძე აცხადებს, რომ მან ინფორმაცის 112 -საც მიაწოდა. მან მოისმინა როგორ ეუბნებოდა გამგებელი ყიფიანი ტელეფონით მის ახლობელს, რომ მეტი ცეცხლი აღარ უნდოდა, რადგან ხანძარი გაექცათ.

იხ.

http://pirveliradio.ge/?newsid=90506

ბორჯომელები კი აქტიურად იხილავენ ხანძრის გაჩენის თემას და აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით ხანძარი ხელოვნურადაა გაჩენილი.

აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის თემის გარჩევა სოციალრ ქსელშიც. აი, რას წერენ მოქალაქეები:

-ბორჯომი, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ნადგურდება…შეაჩერეთ ხის ჭრა ნადგურდება ბორჯომის ძვირფასი ჯიშის ხეები!!! ვიღაცეების ჯიბეში ფული ილექებაა.. ბორჯომის ეროვნული პარკი სავაჭრო ცენტრად არის გადაქცეული! ჰყავს ბორჯომს საერთოდ პატრონი?!…..დაწერ სიმართლეს ცუდი ხარ! გაჩუმდები და ვნადგურდებით !!!როდემდე უნდა ითმინოს მოსახლეობამ როდემდე როცა არსაიდნ ჩანს საშველი!!!

-ბორჯომის ხეობას რომ ეროვნული სულისკვეთების გამგებელი ჰყავდეს! ბორჯომი აყვავებული უნდა იყოს!!

-საინტერესოა ეს ხეობა გაჩეხეს და მერე ნასხლავებს წაუკიდეს ცეცხლი თუ ასე უცებ რატო განადგურდა ეს საოცარი ტყე. ნეტავ რაც დარჩა, იმის მოჭრის უფლებასაც ასე ვერაგულად აძლევენ?!

-პირველი დღიდანვე დავწერე, რომ სპეციალურად წვავენ, კვალის დასაფარავად. უსურცხვილოები. არ კმარა რაც მოჭრეს და გაზიდეს? ახლა სულ დაწვეს. ამაზე მეტი მტრობა რა გინდა. ხანძარი ჩამოწერს ყველაფერს.ახლა არჩევნები ახლოვდება და შეეშინდათ,შემოწმების. სხვა რა დავარქვათ,

-დროა დაედოს მორატორიუმი საქრთველოს მთელს ტერიტორიაზე ხის ჭრას აბ რას იზავენ შევხედოთ რაც შეიძლება მალე ყველას მოუწოდებ ამხრივ აქტიურობას რომდროულათ იქნას მიღებული მორატორიუმი ამ საკითხზე თუ არ ვიაქტიურეთ ისე არაფერი გამოვა. ძალა ერთობაშია!

 

 

Facebook Comments
x

Check Also

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ...