Home » მთავარი » სტამბულის აეროპორტიდან ყველა რეისი შეჩერებულია, ისევ სროლის ხმა ისმის (ვიდეო)

სტამბულის აეროპორტიდან ყველა რეისი შეჩერებულია, ისევ სროლის ხმა ისმის (ვიდეო)

Hurriyet-ი თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალებას ძალის გამოყენებით უპასუხებს.

გათიშულია სახელმწიფო ტელევიზია. Reuters -ის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტიდან ყველა რეისი შეჩერებულია. სტამბულის ქუჩებში ტანკები დადიან.

სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ინფორმაცია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი გენერალი ჰულუსი აკარია.

პენტაგონი თვალს ადევნებს თურქეთში მიმდინარე მოვლენებს. თეთრი სახლის პრესსამსახური აცხადებს, რომ ჯერ არ ფლობენ საკმარისს ინფორმაციას და განაგრძობენ ყველა ნიუანსის განხილვას.

ტელეარხი CNN Turk აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი უსაფრთხოდაა. სავარაუდოდ ის ქალაქ ბოდრუმში იმყოფება.

https://www.youtube.com/watch?v=jOoz5gGxa2s

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...