Home » მთავარი » სტიქიამ დასავლეთ საქართველო დააზარალა

სტიქიამ დასავლეთ საქართველო დააზარალა

სტიქიის შედეგებს ებრძვიან იმერეთში, რაჭასა და სამეგრელოში. სამაშველო ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

აღდგენილია შოვისა და უწერის დამაკავშირებელი გზა. შეუფერხებლად მიმდინარეობს მოძრაობა სხვა პრობლემურ მონაკვეთებზეც.

გადაუღებელი წვიმის გამო, ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია ონის რაიონის რამდენიმე სოფელს. შესაბამისი სამუშაოები უტარდება წყალსადენ მილსაც, რომელიც სტიქიამ დააზიანა.

რთული ვითარებაა სამგრელოში. მარტვილში ადიდებულმა მდინარემ 65 წლის მამაკაცი გაიტაცა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რეგიონებში საგანგებო შტაბებია შექმნილი. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...