Home » მთავარი » სტიქიით დაზარალებულები იძულებულნი არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას -შიმშილობას!

სტიქიით დაზარალებულები იძულებულნი არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას -შიმშილობას!

 ქ.თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად რეალურად დაზარალებულთა 5 ოჯახის ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე საზოგადოებას მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

-„ყველას, ყველას, ყველას!

მოვუწოდებ ყველა უფლება დამცველ ორგანიზაციას, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც გულთან მიიტანეს 2015 წელს 13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედია – დაგვიდექით კიდევ ერთხელ გვერდით. ამჯერად სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.

ხვალ, 15 სექტემბერს, 12 საათზე, მთავარ პროკურატურასთან ვერეს ხეობის რეალურად დაზარალებულები აწყობენ მშვიდობიან აქციას. იძულებულნი არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას -შიმშილობას!

დაგვიდექით ყველა გვერდით.  ერთმუშტად შეკრული საქართველო ვიხილეთ 2015 წელს სტიქიისას და ახლა კი თაღლითთა ოჯახური კლანი ცდილობს რეალურად დაზარალებულთა ქონების და მათთვის თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობების მითვისებას დანაშაულებრივი გზით.

ვაკის პროკურატურა ეწევა საბოტაჟს . უკვე დამთავრებულ მოძიებულ საქმეზე შედეგის დადგომისაგან თავს იკავებს, რადგან თაღლითთა ჯგუფს ჰყავთ სერიოზული მფარველები. მოთხოვნაა – სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება!“-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ , რომ ანალოგიური მოთხოვნით 8 სექტემბერს აქცია პროკურატურასთან უკვე გაიმართა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...