Home » მთავარი » სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩება

სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩება

სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩება. როგორც  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, მე-5 დღეა ბორჯომის ხეობაში სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს.

”სტიქიის ზონაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან. ადგილზე მობილური ამბულატორია და სამედიცინო კარავიც განთავსდა. ამ დრომდე მედიკოსებს პირველადი დახმარების სხვადასხვა მოტივით რამდენიმე პაციენტმა მიმართა, თუმცა არც ერთი მძიმე კლინიკური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა რესპირატორებითა და პირბადეებით აღჭურვა”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments