Home » ემიგრანტები » სტოკჰოლმში მყოფი ქართველი დედების საჩუქრები უდედმამო პატარებს საქართველოში

სტოკჰოლმში მყოფი ქართველი დედების საჩუქრები უდედმამო პატარებს საქართველოში

სტოკჰოლმში მყოფი ქართველი ქალბატონები ერთად შეიკრიბნენ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე და ბავშვთა მფარველის დღეს, საქართველოში გამოსაგზავნი საჩუქრები დაამზადეს.

როგორც „ქალთა საბჭოს“ ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთევან ბაღათურია ამბობს, ისინი მთელ მონატრებას და სიყვარულს დებენ ამ ამანათებში და უდედმამო ბავშვებისთვის საზღვრებს გარეთ მყოფი ქართველებისგან უდიდეს სითბოს ატანენ.

ქეთევან ბაღათურია

-“ბარბარობის აღნიშვნა და საჩუქრების მომზადება საქართველოში გასაგზავნად.
ქალთა ორგანიზაცია “დეიზი” აგრძელებს საქველმოქმედო აქციას “დავეხმაროთ ჩვენს პატარა უდედმამოდ დარჩენილ პატარებს საქართველოში.” ტკბილეულობა და მცირედი საჩუქრები საქართველოს ქალთა საბჭოს, პირადად ქეთევან გაბრუაშვილის ხელძღვანელობით გადაეცემათ დედა ბარბარეს სახელობის სახლის პატარებს ჩვენი ორგანიზაციის სახელით. 

ჩვენ, სტოკჰოლმში მყოფი ქართველი დედები გიგზავნით ამ პატარა ძღვენს და თან ვატანთ თქვენთან, ჩვენო პატარა მეგობრებო, ჩვენს დიდ სიყვარულს, მოფერებას და დედის სითბოს. გვინდა მუდამ ვხედავდეთ თქვენს გაბრწყინებულ თვალებს და გამთბარ გულებს.
გკოცნით, ჩვენო პატარა ანგელოზებო, გიხუტებთ გულში და გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.

დიდი მადლობა ორგანიზაცია დეიზის წევრებს გმირ ქალბატონებს და დედებს, რომელებმაც თავისი წვლილი
შეიტანეს ამ კეთილშობილურ საქმეში – გალინა მამაიევა, ხათუნა კაკაურია, მანონი მელაძე, ირმა კაიშაური, დალი წიკლაური, მანანა დიდებაშვილი და ხათუნა მანაგაძე და ყველაზე დიდი მადლობა ჩვენს მარიონ მელაძეს, რომელმაც საკუთარი ხელებით ჩაალაგა საჩუქრები თანატოლებისთვის-განაცხადა ქეთევან ბაღათურიამ.

ქალბატონებმა საქართველოს შორეული სტოკჰოლმიდან კიდევ ერთხელ მიულოცეს ბარბარობა, თავად კი ტრადიციულად ლობიანებით აღნიშნეს ეს დღე და სამშობლოს მონატრება, ახლობლების სიყვარული ერთმანეთს გაუზიარეს.  

ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და ნიკოლოზობას ვულოცავთ თითოეულ მათგანს. წმიდა ნიკოლოზის მადლი გფარავდეთ, ძვირფასო ქალბატონებო!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...