Home » მთავარი » სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საჩივარი დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საჩივარი დააკმაყოფილა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საჩივარი დააკმაყოფილა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში არ შევა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყება. საქმე ეხება მერაბიშვილის საქმეზე ფარცხალაძის ეპიზოდსა და მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას.

,,მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი,რომელიც წარვადგინეთ სექტემბერში. 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და საქმის განხილვა დაიწყება თავიდან“-განაცხადა წულუკიანმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...