Home » მთავარი » სტუდენტები პარლამენტთან აქციას გაემიჯნენ და პირველ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს

სტუდენტები პარლამენტთან აქციას გაემიჯნენ და პირველ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს

სტუდენტებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ, ტრიბუნიდან კატეგორიული განცხადება გააკეთეს და აქციას გაემიჯნენ. მათ პირველ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს.

მათ imedinews-თან განაცხადეს, რომ აქციაზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს გადაკეტილი აქვთ ტრიბუნასთან მისასვლელები, რის გამოც მათ პოლიტიკურ ძალებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება მიიღეს და მოუწოდეს ზაზა სარალიძეს, რომ გადაინაცვლოს მათ აქციაზე.

სტუდენტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 1 საათის წინ მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დღეს პარლამენტთან 16 საათზე განახლდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...