Home » მთავარი » სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების არ არსებობა დიდი პრობლემაა

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების არ არსებობა დიდი პრობლემაა

„გაერთიანებული საზოგადოება“პროექტ მოქმედება 365“ ფარგლებში ჩატარებულ ყველა სადისკუსიო თემას დაესწრო და განიხილა ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან ერთად. ასევე ორგანიზაციამ წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ! ჩვენ ვამბობთ – ხარისხიანი განათლება არის წარმატებული ქვეყნის საწინდარი ! ასევე ჩვენ წარვადგინეთ სამომავლოდ გასაატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმა რაც საგრძნობლად აამაღლებს განათლების დონეს საქართველოში !

„მოქმედება 365“-ის მეორე პანელი განათლების სისტემას ეხებოდა . არასამთავრობო ორგანიზაცია „გაერთიანებული საზოგადოების“ ხელმძღვანელმა, ანა დარსალიამ საქართველოში უმაღლესი განათლების დაბალის დონის არსებობის შესახებ ისაუბრა. მისი ინიციატივაა ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ზღვარის აწევა. სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს მისი მოქალაქეებისთვის განათლების მიცემას და 50%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში ყველა სტუდენტის სწავლების სრული დაფინანსება უნდა ხდებოდეს.

ორგანიზაციამ წამოწია სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების არ არსებობის პრობლემა ; რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს არ შეუძლიათ სწავლის საფასურიც გადაიხადონ და ქალაქში ცხოვრების ხარჯებიც დაფარონ, ამიტომ ბევრ მათგან უწევს სწავლის შეწყვეტა. მისი თქმით, ყველა სასწავლებელს უნდა დაეკისროს ვალდებულება ააშენონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ფენის წარმომადგენლისთვის.“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...