Home » მთავარი » “სტუდენტური თვითმმართველობა დესტრუქციის და პოლიტიკური შემადგენლისგან თავისუფალი უნდა იყოს”

“სტუდენტური თვითმმართველობა დესტრუქციის და პოლიტიკური შემადგენლისგან თავისუფალი უნდა იყოს”

“სტუდენტური თვითმმართველობის კანონზე მუშაობა შემოდგომაზე განახლდება”-ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 3 თვის მანძილზე ვმუშაობდით სტუდენტებთან აღნიშნულ კანონპროექტზე. ჩემთვის იყო და რჩება უპირობო მოთხოვნად, რომ ყოველგვარი დესტრუქციის და პოლიტიკური შემადგენლისგან იყოს თავისუფალი აღნიშნული პროცესი

როგორც კანონრპროექტის ავტორმა, მივიღე გადაწყვეტილება არა კანონპროექტის გამოწვევის ან შეჩერების თაობაზე, არამედ გადავადების შესახებ საშემოდგომო სესიისთვის.

ეს არის ჩემი პოზიცია. ვწუხვარ, რომ საჯარო განცხადებების ფორმით გვიწევს დიალოგი, მაშინ როდესაც სტუდენტებმა იციან, რომ ჩემი კარი მათთვის მუდამ არის ღია, რათა ჩვენ ისევ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა

ჩემთვის, როგორც კანონპროექტის ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე წარმატებით მივიდეს აღნიშნული ინიციატივის განხილვა და შესაბამისად, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას საშემოდგომო სესიისთვის, – განმარტა მარიამ ჯაშმა.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...