Home » მთავარი » სულთმოფენობა – ამ დღიდან ხდება მუხლმოყრა და მეტანიების შესრულება

სულთმოფენობა – ამ დღიდან ხდება მუხლმოყრა და მეტანიების შესრულება

აღდგომიდან 50-ე დღეს ქრისტიანული ეკლესია სულთმოფენობას, სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს აღნიშნავს. აღდგომიდან მეორმოცე დღეს როდესაც იესომ დატოვა თავისი მოწაფეები და ზეცად ამაღლდა,  აღუთქვა, რომ სულიწმინდას მოუვლენდა მათ. ამაღლებიდან მეათე დღეს ზეციდან გარდამოვიდა სულიწმინდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. ამ მოვლენის შემდეგ მოციქულებმა სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ქადაგება. გადმოცემით, ქრისტეს საყვარელი მოწაფის, წმინდა პეტრეს ქადაგებამ ერთ დღეში 3000 ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ამ დღიდან აღარასოდეს შეწყვეტილა ღვთის სიტყვის ქადაგება და ქრისტიანების მონათვლა, რა დროსაც სულიწმინდის მადლი გადმოდის გაქრისტიანებულ ადამიანზე. როგორც წმინდა მამები გადმოგვცემენ, ის ვინც მიიღებს ქრისტეს რჯულს და შეიმეცნებს ქრისტეს, ვინც ეზიარება ქრისტეს საიდუმლოებებს, მასზე გადმოვა სულიწმინდის მადლი.

სულთმოფენობის დღესასწაულზე მორწმუნეები ტაძრებს და ხატებს ყვავილებით მოსავენ, რადგან სიმბოლურად ამ დღეს ხდება თითოეული ადამიანის სულიერად განახლება. სადღესასწაულო წირვის შემდეგ იკითხება სულიწმინდის მოწვევის ლოცვა, რომელსაც მრევლი მუხლმოდრეკილი უსმენს. აღდგომის შემდეგ  სწორედ ამ დღიდან ხდება მუხლმოყრა და მეტანიების შესრულება. დილა-საღამოს ლოცვებს ისევ “მეუფეო ზეცათაოს” წაკითხვით იწყებენ.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...