Home » მთავარი » სუს-მა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას

სუს-მა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს მიერ გიორგი გიუნაშვილისათვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
“2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება”, ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად.

უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე – ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ...