Home » მთავარი » „სხვა გზა არ დამიტოვეს!“ – ვეტერანი ოჯახთან ერთად აშშ-ს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

„სხვა გზა არ დამიტოვეს!“ – ვეტერანი ოჯახთან ერთად აშშ-ს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

დღეს სააგენტოს  ათი შვილის მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვეფხია ღვალაძე დაუკავშირდა და გვითხრა, რომ 21 აგვისტოს ის თავის ოჯახთან ერთად ამერიკის საელჩოს წინ შიმშილობის დაწყებას და პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნას გეგმავს.

-„სხვა გამოსავალი აღარ დამიტოვეს, პროკურატურა დუმს, შსს-დან 1 აგვისტოს ფოსტით გამოგზავნილი პასუხი დღემდე არ მოსულა ჩემამდე. წლებია სამართალს ვერ მივაღწიე, მე კი არ ვარ ის ადამიანი პირად შურისძიებას მივყო ხელი. ძალადობის წინააღმდეგი ვარ, შვილები მეზრდება, სწორედ ამიტომ 21 აგვისტოს, 13 საათზე ოჯახთან ერთად მივალ ამერიკის საელჩოსთან და პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ. ხვალვე დავიწყებ შიმშლობას. იმედია მედიაც დაინტერესდება და პროკურატურაც გააქტიურდება“-გვითხრა ღვალაძემ.

შეგახსენებთ, უფლებადამცველის, ნიკა მემანიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვეფხია ღვალაძეს ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებიან, მედიაში გავრცელდა.

,,სასწრაფოდ!
ათი შვილის მამას, აფხაზეთის ომის ვეტერანს ვეფხია ღვალაძეს მეუღლის და შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან?!
დღეს დამიკავშირდა ვეფხია ღვალაძე და აღმაშფოთებელი ინფორმაცია მომაწოდა. მას იარაღით დაემუქრნენ. თუ არ შეწყვეტს მისი ცემის ფაქტის გამოძიების მოთხოვნას, რომელშიც ჯანყარაშვილი ფიგურირებს. ოჯახის წევრებს მოუკლავენ.
აღნიშნული ფაქტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა და პირდაპირ კავშირშია მის 5 დღიან გაუჩინარებასთან.
მოვუწოდებთ შესამის ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება და შეწყდეს ვეფხია ღვალაძის ტერორი.
როგორც ღვალაძისგან მაქვს ინფორმაცია იგი ორი წლის წინ, სასტიკად სცემეს ჯანყარაშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, სამწუხაროდ ამ ფაქტის გამოძიება არ ხდება გასაგები მიზეზების გამო…
ცემის შემდეგ ღვალაძეს დასჭირდა სამედიცინო ჩარევა. კერძოდ მას გაუკეთდა ოპერაცია, რომლის შემდეგაც იგი ახლაც უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ღვალაზე იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში და დახმარებას ითხოვს.
გთხოვთ ყველას გაავრცელოთ ეს ინფორმაცია,.იარაღით შანტაჟის დრო უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.”-წერს სოციალურ ქსელში მემანიშვილი.

 

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...