Home » მთავარი » ტაილანდში ჯორჯ კლუნის სახელს ამოფარებული თაღლითი დააკავეს

ტაილანდში ჯორჯ კლუნის სახელს ამოფარებული თაღლითი დააკავეს

ტაილანდში პოლიციამ დააკავა იტალიის მოქალაქე, რომელიც ჯორჯ კლუნის სახელით “ბიზნესმენობდა”.

იტალიის მოქალაქე და მისი მეუღლე ამერიკელი მსახიობის სახელით ტანსაცმლის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს.
ფრანჩესკო გალდელლს ყველა იცნობდა, როგორც ჯორჯ კლუნს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ტაილანდში მეუღლესთან ერთად ინტერნეტით ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვებს აწარმოებდა.
თაღლითობის ამბავმა ამერიკელი მსახიობის ყურამდეც მიაღწია. მან მილანის სასამართლოში განაცხადა, რომ წყვილი თანამოაზრესთან ერთად მის სახელს სამოდელო ხაზით ყალბად იყენებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წყვილი ადრეც არის შემჩნეული ფალსიფიცირებული ნივთების რეალიზაციაში. რამდენიმე წლის წინ ისინი Rolex-ის ყალბ საათებს უკეთებდნენ ყიდიდნენ, 2013 წლიდან  კი ინტერპოლის ძებნილთა სიაში არიან. 2014 წლიდან წყვილი ტაილანდის კურორტ პატტაიაში ცხოვრობდა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...