Home » მთავარი » ტელევიზიამ მაუწყებლობა აღადგინა, თურქეთის პარლამენტის შენობა კი დაიბომბა

ტელევიზიამ მაუწყებლობა აღადგინა, თურქეთის პარლამენტის შენობა კი დაიბომბა

თურქეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლობა აღადგინა.

ტელეკომპანიის შენობა დაიკავეს ტელევიზიის თანამშრომლებმა და ერდოღანის მხარდამჭერებმა, ამ დროისთვის ტელევიზიაში სამხედროები არ იმყოფებიან, გავრცელებული ინფორმაციით ისინი ტოვებენ ქალაქს.

ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიბომბა თურქეთის პარლამენტის შენობა.

თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა ამბოხებასთან დაკავშირებული პოლკოვნიკი და სამი სამხედრო.

ქუჩაში ათასობით ადამიანია გამოსული. სამხედრო ტექნიკა ტოვებს ქალაქს.

შეტაკების შედეგად 17 პოლიციელი დაიღუპა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაჭრილებიც.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის ძალები ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით პირველად მომარაგდება

თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის ...