Home » კრიმინალი » ტერაქტის შედეგად ეგვიპტეში 235 ადამიანი დაიღუპა

ტერაქტის შედეგად ეგვიპტეში 235 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა. დაშავებულია 109 ადამიანი. ამის შესახებ პროკურატურაზე დაყრდნობით გამოცემა Ahram Online-ი ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტები მეჩეთს ოთხი ავტომობილით მიადგნენ და ლოცვის დროს ადამიანებს სროლა დაუწყეს, შემდეგ კი ამას შენობაში აფეთქება მოჰყვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა ესროლეს იმ ექიმებსაც, რომლებიც დაშავებულების დასახმარებლად მივიდნენ.

პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქის სამი რეკომენდაცია ტაძრების წინამძღვრებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ტაძრების წინამძღვრებს სამ რეკომენდაციას აძლევს:  კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ...