Home » კრიმინალი » ტერაქტი ბარსელონაში – 13 დაღუპული და 60-მდე დაშავებული

ტერაქტი ბარსელონაში – 13 დაღუპული და 60-მდე დაშავებული

ბარსელონაში ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. ფაქტიდან რამდენიმე წუთში ორი შეიარაღებული პირი ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში შეიჭრა. ისმოდა სროლის ხმაც.

ესპანეთის ხელიუფლება ოფიციალურად ადასტურებს რომ ბარსელონას ცენტრში რამბლაზე მომხდარი ტერაქტისას 13 ადამანი გარდაიცვალა. დაშავებულთა რიცხვი კი 60-მდე გაიზარდა. 

ესპანეთში საქართველოს ვიცე-კონსული ლია ახბედაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით  ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274.  ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი დაკავებულია. ის სავარაუდოდ დრის ოუკაბირია, არსებული ინფორმაციით მიკროავტობუსი ბარსელონის მახლობლად სწორედ მან იქირავა. სამართალდამცველები ამ დროისთვის  ტერაქტში ეჭვმიტანილ მეორ მამაკაცს ეძებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ტერაქტის ადგილი სხვა ავტომანქანით დატოვა.

ადგილზე საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები მუშაობენ და მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...