Home » მთავარი » ტინი კოქსი: არჩევნები კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იყო – პარტიებისთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოწოდება ჭკვიანური რჩევაა

ტინი კოქსი: არჩევნები კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იყო – პარტიებისთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოწოდება ჭკვიანური რჩევაა

საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.

„საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიღებულია ოდირთან, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს დაეხმარა სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში. ეს არჩევნები კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იყო. არჩევნებში მონაწილეობა 48 პარტიამ მიიღო და ათი პარტიის წარმომადგენლები აირჩიეს პარლამენტში. მმართველმა პარტიამ მკაფიო ხაზი არ გაავლო მასა და სახელმწიფოს შორის. მეორე პრობლემაა ის, რომ სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს, საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. საქართველოზე თანამომხსენებლებმა გააკეთეს განცხადება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას. ეს ჭკვიანური რჩევაა. მეც მინდა, პარტიებს დიალოგისკენ მოვუწოდო“ – განაცხადა ტინი კოქსმა.

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – მართლა სამგლე გოჭებივით თუ ატყდებიან და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში

გაზაფხულს დაემთხვა მართლაც შესანიშნავი სიახლე და გაჩნდა იმედები, რომ კრიზისი გადაილახება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ...