Home » მთავარი » ტომარაძე: პარლამენტმა დიდი საფრთხის შემცველი კანონი მიიღო!

ტომარაძე: პარლამენტმა დიდი საფრთხის შემცველი კანონი მიიღო!

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი  ზვიად ტომარაძე   აცხადებს, რომ 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონი იუვენალური იუსტიცია.

-„ორი დღის წინ 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონი (იუვენალური იუსტიცია)!!!
საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დააღალატა საქართველოს მოსახლეობა, ბრმად და გაუაზრებლად შეასრულა საზღვარგარეთიდან წამოსული მორიგი დირექტივა!!!
კანონი, რომელმაც ევროპაში, რუსეთსა და უკრაინაში მრავალი შეჭირვებული ოჯახი გააუბედურა შვილების ჩამორთმევით!
კანონპროექტის მიხედვით სოციალურ მუშაკს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან.
კანონში ძალადობის ერთ-ერთი სახეა უგულვებელყოფა! უგულვებელყოფა კანონში განიმარტება როგორც − “მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა”.
ანუ ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად: ბავშვის არაკალორიული საკვებით კვება, თბილი ტანსაცმლის არქონა, ბავშვის ვირუსული ინფექციით დაავადება და ა. შ.
ამრიგად, საქართველოში სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი!“-წერს ტომარაძე.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს, რომელიც ამ კანონის მოქმედებას ასახავს.

იუვენალური იუსტიცია ოჯახის გენოციდი

https://www.youtube.com/watch?v=ZBVxGy9_WrY

https://www.youtube.com/watch?v=n_WnHbXr0GE

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი ...