Home » მთავარი » ტომარაძე პრემიერს: მომიტევეთ და ვერ გენდობით, რადგან საკითხავია, მომავალ პარლამენტში გექნებათ თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა…

ტომარაძე პრემიერს: მომიტევეთ და ვერ გენდობით, რადგან საკითხავია, მომავალ პარლამენტში გექნებათ თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა…

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ეხმიანება და პრემიერს საჯაროდ მიმართავს:

-„1. ბ–ნო პრემიერო, ძალიან კარგი, რომ პრეზიდენტის სულელურ არგუმენტს გაემიჯნეთ, მაგრამ თუ დოკუმენტში ასახულ პრეზიდენტის არგუმენტაციას არ ეთანხმებით, მაშინ კონტრასიგნაციას რატომ აკეთებთ?

2. რეფერენდუმის კანონის მიხედვით, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, ერთი თვის ვადაში შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და ის ხარვეზი, რომელიც არის კანონმდებლობაში საკონსტიტუციო ცვლილების პროცედურასთან დაკავშირებით (ორი სესია, 3 თვიანი ინტერვალი), გამოსწორებადია, რადგან რეფერენდუმს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა!!! ანუ განვმარტავ, ხელისუფლება ვალდებული იქნება ერთ თვეში მოაგვაროს ეს საკითხი დაჩქარებული წესით და კანონში არსებული პროცედურები შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება რადგან უპირატესობა ენიჭება რეფერენდუმს!

3. თქვენ ბრძანებთ, რომ “ქართული ოცნება” იყო ამ საკითხის ინიციტორი პარლამენტში, რაც არ გახლავთ სიმართლე. საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი დავწერე ჯერ კიდევ ოქტომბერში და მას შემდეგ პარლამენტში თაროზე იყო შემოდებული, სანამ სანდრო ბრეგაძე არ დამიკავშირდა და ამ კანონპროექტზე დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება არ დაიწყო (7–მა დეპუტატმა მოასწრო ხელმოწერა). ამის შემდეგ კი ქართული ოცნება იძულებული გახდა ამ საკითხის ინიცირება დაეწყო პარლამენტში. ოღონდ კანონპროექტის დაწერა დაეზარათ, აიღეს ჩემი კანონპროექტი, სიტყვა “რომელიც” ისე გადაადგილეს, რომ დამახინჯებული ქართული გამოუვიდათ. ყველაზე მთავარია, რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენეს!

4. თქვენ ამბობთ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში აისახება. მომიტევეთ და ვერ გენდობით, რადგან საკითხავია, მომავალ პარლამენტში გექნებათ თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა…

პრემიერის განცხადება იხილეთ ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%95/

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...