Home » მთავარი » ტომარაძე: სიბეცის წამოყრანტალებით მარგველაშვილმა არალეგიტიმურად აღიარა!..

ტომარაძე: სიბეცის წამოყრანტალებით მარგველაშვილმა არალეგიტიმურად აღიარა!..

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

-„დღეს გიორგი მარგველაშვილმა იგივე სისულელე გაიმეორა, რაც 10 აგვისტოს განაცხადა, რეფერენდუმი იმიტომ არ დავნიშნე, “რეფერენდუმის შესახებ” კანონში წერია, რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და რომ დამენიშნა ამით აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარების პოლიტიკას საფრთხე დაემუქრებოდაო…

ეს იმდენად ბრიყვული განცხადებაა, არათუ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, არამედ დამწყები იურისტისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა. “რეფერენდუმის შესახებ” კანონში ეგ იმიტომ წერია, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება მხოლოდ რომელიმე რეგიონში (მაგალითად იმერეთში, აჭარაში, კახეთში…) ან რომელიმე რეგიონის გამოკლებით ანუ რეფრენდუმი ტარდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რეფერენდუმის ჩატარების მომენტში აკონტროლებს ხელისუფლება.

ის კიდევ ცალკე საუბრის თემაა, რომ ამ სიბეცის წამოყრანტალებით მარგველაშვილმა არალეგიტიმურად აღიარა ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი…“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...