Home » მთავარი » ტრაგედია ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე და შალვა ოგბაიძის რჩევა

ტრაგედია ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე და შალვა ოგბაიძის რჩევა

21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარმა ტრაგედიამ არავინ დატოვა გულგრილი.  ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი KIA-ს და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდნენ ქართველი მორაგბეები – მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე. განსაკუთრებით მძიმეა ქალბატონების მდგომარეობა, ორივე მათანი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
გარდაცვლილები არიან 26 წლის გიორგი პაპასკირი და 25 წლის ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. ისინი ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. დაღუპულ ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩათ.

13823629_286539828375571_1864709809_n

გუშინ მომხდარ ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე. 

“ეს არის ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი.
ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რა ადგილზე მოხდა ის საზარელი ავარია, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ კონკრეტულად ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს.
თუ დააკვირდებით, ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის ,,დაგდებას”) დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან.
ეს წარმადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხევაში მაგ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდუვალია სამწუხაროდ”– წერეს ობგაიძე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...