Home » მთავარი » ტრამპის ინაუგურაციისთვის რეკორდული თანხა შეგროვდა

ტრამპის ინაუგურაციისთვის რეკორდული თანხა შეგროვდა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაგურაციის მზადების და გამართვის  სპეციალურმა კომიტეტმა  ღონისძიების გამართვისთვის რეკორდული შემოწირულობა მიიღო. ამ დროისთვის უკვე შეგროვილია 90 მილიონი დოლარი.

ბარაკ ობამას ინაუგურაციისთვის 2009 წელს შეგროვდა 55 მილიონი დოლარი, 2013 წელს კი 43 მილიონი დოლარი.

-„ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დახარჯონ ამხელა თანხა და ტრამპის ინაუგურაციის გამართვის კომიტეტი რატომ არ აჩერებს შემოწირულობების მიღებას“-განაცხადა სტივ კერიგანმა, რომელიც 2013 წელს ობამას ინაუგურაციის გამართვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ბაიკერების მოძრაობის  Bikers For Trump ხელმძღვანელმა კრის კოკსმა განაცხადა, რომ მისი საზოგადოება მზადაა ინაუგურაციაზე შემოსული საჩუქრების ცოცხალი კედელი გააკეთოს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მეტროსადგურ სამგორში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა

როგორც საინფორფაციო სააგენტო “ჯიემტივის” ერთ-ერთმა თვითმხილველმა შეატყობინა, მეტროსადგურ “სამგორში” მატარებლის ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. რის ...