Home » მთავარი » ტრამპი და ერდოღანი ვაშინგტონში 16 მაისს შეხვდებიან

ტრამპი და ერდოღანი ვაშინგტონში 16 მაისს შეხვდებიან

თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 16 მაისს ვაშინგტონში ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.

„ორი ქვეყნის პირველი პირი შემდგომ ურთიერთობებსა და ტერორიზმთან ბრძოლაზე ისაუბრებენ“-ნათქვამია თეთრი სახლის ანონსში.

18 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ და აქვე ხაზი გაუსვა, რომ პირად შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის.

ერდოღანის განცხადებით, ტრამპმა მას პირადად მიულოცა რეფერენდუმის შედეგები.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ განცხადების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ რიგი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მხრიდან არაერთი კრიტიკა გაისმა.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...