Home » მთავარი » ტრამპი უარს ამბობს საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებაზე

ტრამპი უარს ამბობს საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებაზე

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გაასაჯაროებს თავის საგადასახადო დეკლარაციას, ამის შესახებ ტელეარხთან ABC ინტერვიუში ქვეყნის პირველი პირის უფროსმა მრჩეველმა ქელიენ კონუეიმ განაცხადა.

-„ამომრჩევლებს ნაკლებად აინტერესებთ ტრამპის საგადასახადო დეკლარაცია, არც მაშინ დაინტერესებულან, როცა ხმას აძლევდნენ, მათ უფრო ის აინტერესებთ როგორი იქნება მათი საგადასახადო დეკლარაცია ტრამპის პრეზიდენტობის დროს“-განაცხადა მრჩველმა, თუმცა როგორც გაირკვა მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია გაავრცელა მოთხოვნით, რომ პრეზიდენტმა გაასაჯაროოს საკუტარი დეკლარაცია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით პეტიციაზე უკვე 100 ათასი ხელმოწერაა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...