Home » მთავარი » ტრამპი: ფხენიანი ტერორიზმს ასპონსორებს

ტრამპი: ფხენიანი ტერორიზმს ასპონსორებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ტრამპმა მთავრობის წევრებთან თეთრ სახლში გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპმა ფხენიანის მიმართ ახალი სანქციების შემოღების ინიციატივაც გააჟღერა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიაში დაბრუნდება.

“აშშ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად მიიჩნევს. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო”, – განაცხადა ტრამპმა.

ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიიდან ჯორჯ ბუშმა 2008 წელს ამოიღო.

სანქციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია სამშაბათს, 21 ივნისს გახდება ცნობილი.

18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიძლება კიბერშეიარაღება გამოიყენოს.

ბოლო დროს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლების ფონზე. სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია. ჩრდილოეთ კორეა კი გაეროს სანქციების მიუხედავად, აგრძელებს ბირთულ და სარაკეტო ცდებს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

12 წელი – ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს…

12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. 2008 წლის ...