Home » მთავარი » “ტურისტებს გადააფრენთ, კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?”

“ტურისტებს გადააფრენთ, კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?”

მიუხედავად იმისა, რომ ამინდი გამოვიდა, შატილში მდინარეები მაინც მძვინვარებს.

ერთად მივაწვდინოთ ხმა მთავრობას. ყველა უბედურებასთან ერთად ჩვენი საკმაოდ მოძველებული ტრაქტორებიც გაფუჭდა ახალი ტექნიკაა საჭირო. დუშეთის გამგეობას მივმართავ თხოვნით სულ რაღაც ორი ტრაქტორი მაინც გამოგვიგზავნეთ. თორემ დროულად თუ არ გაკეთდა გზა ხევსურეთი სამუდამოფ დარჩება გზის გარეშე, რაც ხელს შეუშლის ტურიზმის განვითარებას.

ასევე შატილის კოშკებთან გზა საერთოდ აღარაა მოპირდაპირე მხარეს ჯვართანაც გაანადგურა და წაიღო გზა გზა რომრლიც შატილიდან მუცოს მიმართულებუთ მიედინება. სოფელი კისტანი მიწასთანაა გასწორებული როგორც ხახმატი და ბისო. ტურისტებს გადააფრენთ, კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ. პირადად მე ჩარჩენილი ვარ გიორგიწმნდაში მდინარემ წაიღო ხიდები და წყაროები აღარც სასმელი წყალი გვაქვს და სახლიდან გარეთაც ვერ გავდივართ.

შატილს არ აქვ ელ. ენერგია. დამეწყრილი და გაპარტახებულია ხევსურეთი. საფრხის წინაშეა ისტორიული ძეგლები. მხოლოდ იმას გთხოვთ გამოგზავნეთ ახალი ტექნიკა რომ გზა მაინც გააკეთონ სამოძრაო.ხიდებს და დანარჩენ პრობლემებს როგორმე ჩვენ გავუმკლავდებით მხოლოდ ტექნიკა გამოგვიგზავნეთ არაფერ გთხოვთ სხვას, ვიცით სტიქიაა და სტიქიასთან უძლურები ვართ, ტექნიკა გვჭირდება მხოლოდ, რისი გამოგზავნაც არაა რთული” – წერს ადგილობრივი მცხოვრები გაგა გოგოჭური.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს , ტექტს უცვლელად გთავაზობთ: ...