Home » მთავარი » ტყიბულში 200-მდე მეშახტე ისევ გაფიცულია

ტყიბულში 200-მდე მეშახტე ისევ გაფიცულია

ტყიბულში მეშახტეები უკვე მეოთხე დღეა  მუშაობაზე უარს აცხადებენ. 200-მდე მეშახტის მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და  გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებაა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, შახტაში ყოველი ჩასვლის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, რადგან უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. ასევე ისინი ითხოვენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან საჯარო შეხვედრას, სადაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მეშახტეები დღეს დილიდან ჯერ ძიძიგურის შახტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მინდელის შახტასთან გადაინაცვლეს, სადაც გაგრძელდა აქცია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments