Home » მთავარი » უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიურად თოვის გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 1-კმ3 6.5 მონაკვეთზე,  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ 1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...