Home » მთავარი » „უახლოესმა წარსულმაც გვაჩვენა, ხელისუფლება თუ მაშინ შეიცვალა, ახლა რატომ აღარ შეიცვლება?..“

„უახლოესმა წარსულმაც გვაჩვენა, ხელისუფლება თუ მაშინ შეიცვალა, ახლა რატომ აღარ შეიცვლება?..“

საკრებულოს უმრავლესობამ თაბორის და პუშკინის პროექტებს მხარი დაუჭირა. საკრებულოს გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ეხმიანება და ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება.

“საპროტესტო აქციები გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში… ასი ათასი ადამიანის არგუმენტირებული პროტესტი როდესაც ისმის რუსთაველის გამზირიდან, უახლოესმა წარსულმაც გვაჩვენა, რა ხდება ამ დროს. ხელისუფლება თუ მაშინ შეიცვალა, ახლა რატომ აღარ შეიცვლება და ამას ახლა აკეთებენ, არჩევნებამდე სულ რაღაც 12 დღით ადრე. ამას ბედავენ განგებ, რათა მოახდინონ საკუთარი ძალის დემონსტრაცია. თითქოს მათ არაფრის ეშინიათ, არადა ხმა უკანკალებთ” – აცხადებს მელია.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა კი სპეციალური განცხადება გააკეთა.

ზალიკო უდუმაშვილმა შაბათს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...