Home » მთავარი » “უგულავას მომხრეებმა განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივრონ”

“უგულავას მომხრეებმა განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივრონ”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავას მომხრეებს მოუწოდებს მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ.

“წლების განმავლობაში უგულავამ პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება სტრასბურგში არ გაასაჩივრა, რითაც ალბათ, არაპირდაპირ აღიარა დანაშაული.  მე დარწმუნებული ვარ, მათი ეჭვი გაქარწყლდება სტრასბურგოს სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში. კანონის უზენაესობის აღსრულებას წინ ვერც ერთი პოლიტიკური პროცესი ვერ დაუდგება.” – განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს.

“ოპოზიციას დიალოგი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ პროცესი დესტრუქციისკენ წაიყვანოს და მხოლოდ მისთვის მისაღები წინადადებებით სიტუაცია ჩიხში შეიყვანოს. ევროპელი კოლეგების განცხადებას მივესალმები, რომ დიალოგი აუცილებელია, ეს სჭირდება არა „ქართულ ოცნებას”, არამედ სახელმწიფოს. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადების შინაარსს, სესიაშვილის თქმით, კანონის უზენაესობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ნებისმიერი მოწოდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...