Home » მთავარი » უგულავა მზადაა სააკაშვილს შეხვდეს, სააკაშვილი კი უგულავას გათავისუფლებას მიესალმება

უგულავა მზადაა სააკაშვილს შეხვდეს, სააკაშვილი კი უგულავას გათავისუფლებას მიესალმება

,,მე შევხვდები მიხეილ სააკაშვილს და ყველა ჯგუფს, მანამდე მინდა ვთხოვო ყველას, შობა თენდება, საშობაო არდადეგები ორი სამი დღე აიღეთორის სამი დღე მჭირდება. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ეს კრიზისი გავიაროთ და ძალისხმევას არ დავაკლებ. თუ ეს არ მოხერხდება მაშინ, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა რომ ასეთი სამარცხვინო ფორმით ეს არ მოხდეს,“- განაცხადა მარტოსოვის ციხის დატოვების შემდეგ გიგი უგლავამ.

თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით  განცხადება უკვე გააკეთა და განაცხადა:

-„მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურიესძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...